saqarTvelos mwvervalebi - WanWaxi

 

ჭანჭახი (ჭანჭახისწვერი) - მწვერვალი რაჭის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე ჭანჭახის (რიონის მარცხენა შენაკადი) სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 4462 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. კლდოვანი, ციცაბოკალთებიანია. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. მწვერვალის სამხრეთ კალთაზე განლაგებულია მყინვარი ჭანჭახი.